Friday, July 8, 2016

პროექტი-,,ვინ მინდა ვიყო"-პორტფოლიო

















  ტრენინგი პროექტებით  სწავლა დამეხმარა  იმაში ,რომ გავიგე  პროექტის ფორმა, სტრუქტურა, თანმიმდევრობა. გავიგე  როგორ  ავარჩიო  პრობლემური  თემა, რა გავითვალისწინო  პროექტზე  მუშაობის  დროს, რაც  მთავარია  როგორ  მივაწოდო  ეს  ბავშვებს  ისე,რომ ყველაფერი  მათთვის  საინტერესო და დაძლევადი  იყოს.
      გავიგე  რა საჭიროებები  მჭირდება  პროექტის  დაწყებამდე,მსვლელობისა თუ დასრულების დროს.ზუსტად გავიგე რა ფორმატით ვისარგებლო და როგორ მიუდგე საკითხს.
       პროექტის მონიტორინგის  ეტაპები მომცემს  საშუალებას განვსაზღვრო შეფასების მეთოდები და რაც მთავარია მომცემს უკუკავშირს.დარწმუნებული ვარ პროექტი  აამაღლებს მოტივაციას და ეფექტურს  გახდის  სასწავლო  პროცესს.
       მადლობა ირინა მარკოზაშვილს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი  ტრენინგისათვის.








Wednesday, July 6, 2016

დღე  მეშვიდე.
     დღევანდელი  ტრენინგი  იყო  საინტერესო და მნიშვნელოვანი.გავეცანით როგორ უნდა შევაფასოთ  მოსწავლის  სწავლა.პორთფოლიოს  რუბრიკა,განმავითარებელი  შეფასება.გავიგეთ თუ  როგორ  შეიძლება  გამოვიენოთ  რუბრიკები,  ქულების  მინიჭების  ჩეკლისტები.ეს ყველაფერი  დაგვანახებს  ნაშრომის  მიზანს,შინაარსს და დანიშნულებას.შეფასების  ინსტრუმენტების  ცოდნა  სჭიროა  იმისათვის  რომ  გამოვიყენოთ  მიზნების  სწორად  წარმართვისთვის.შევაფასო  ნამუშევარში  21-ე  საუკუნის  უნარები,გამოვავლინო  მოსწავლეთა  მცდარი  შეხედულებები.შევიტანო  ცვლილებები  სწავლების  პროცეში.შეფასების  მეთოდები  დამეხმარება  სწორი  რეფლექსიები სგაკეთებაში.მოსწავლე  დაინახავს რა  დონეზე  მიაღწია  დასახულ  მიზანს.რაც  უფრო  მრავალფეროვან  შეფასების  ფორმას  გამოვიყებნებ  მით  უფრო  გამოვავლენ  მოსწავლეთა  მაღალ  სააზროვნო  უნარებს.

Monday, July 4, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე ნაყოფიერი იყო. ტრენინგის განმავლობაში შევქმენით და  შევაფასეთ მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები. შესწავლილი ნიმუშები დამეხმარება, რომ სხვადასხვა პრინციპები მოვარგო  ჩემი პროექტის თემას. შესაბამისად ორიენტირება გავაკეთო კვლევაზე, დაკვირვებაზე,  შედარებაზე, ვიზრუნო მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე.  
                                                                                 4/07/2016

Friday, July 1, 2016

დღევანდელი  ტრენინგი  შეეხებოდა  უკუკავშირის  მიცემას და გავეცანით  საჭირო  ვებსაიტების  ეფექტურად  მოძიებასა და  მათი  შეფასების  მეთოდებს.
    პორთფოლიოს  შეფასების  რუბრიკის  გამოყენებით  შევაფასე ჩემი  მეწყვილის პროექტი  ---გარემოს  დაბინძურება,მივეცი  უკუკავშირი  შეფასება გავაკეთე  დადებითი პუნქტებიდან , მივეცი  შესაბამისი ინსტრუქციები.
      ეს ტრენინგი  დამეხმარება  შევაფასო  და ასევე ჩემს  მიერ  შექმნილი  პროექტის  შეფასების  დროს  მქონდეს  ცოდნა ამ  მხრივ  და  შევძლო  ობიექტურად  შეფასება.

     უკუკავშირი  აუცილებელია  ნებისმიერი  პროექტის  გაკეთების  დროს  რადგან  მას სარგებელი  მოაქვს  როგორც  პროექტის  ავტორისთვის  ასევე  შემფასებლისათვის.

Wednesday, June 29, 2016

დღევანდელ  ტრენინგზე  განვიხილეთ  და  ვიმსჯელეთ  განმავითარებელი  შეფასების  მიზნებზე და დროში  გაწერილი შეფასების  გეგმაზე,შეფასების  გეგმა  საშუალებას  მომცემს  ეფექტურად  დავაკავშირო  პროექტის  შესაბამისობა  სასწავლო  მიზნებთან  სწორად  განვსაზღვრო შეფასების მეთოდები  და ინსტრუმენტები პროექტის  დასაწყისში  მსვლელობისას  და  პროექტის  ბოლოს.